
18 სექტემბერს, მეტრო რუსთაველთან, 26 წლის ჟურნალისტის ნინო სულაბერიძის მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში, რომელიც დილის ათი საათიდან საღამოს ათ საათამდე გაგრძელდება, გაიმართება ზურა სალუქვაძის წიგნებისა და inca handmade-ის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. წიგნების გამოფენა გაყიდვაში, ასევე ჩაერთვება გამომცემლობა "საუნჯე". ღონისძიებას მოხალისე მომღერლების კონცერტი დაასრულებს.
ქველმოქმედებიდან შემოსული თანხა მთლიანად ნინო სულაბერიძის ანგარიშზე ჩაირიცხება.
საქველმოქმედო აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ღონისძიების ერთ-ერთ ორგანიზატორს - 593 98 52 62;
შეგახსენებთ, რომ ნინო სულაბერიძეს თავში აღმოაჩნდა სიმსივნე. მას გერმანიაში ოპერაციის გასაკეთებლად 25 ათასი ევრო ესაჭიროება. ამ ეტაპზე მის ანგარიშზე ქველმოქმედებიდან შემოსულია 5 500 ლარამდე.
მას 15 სექტემბერს ჰქონდა ოპერაცია ჩანიშნული, თუმცა თანხის არქონის გამო გამგზავრება ვერ მოახერხა.