"გლდანის შაურმა", რომელიც პოპულარობით სარგებლობს თბილისში, პროდუქტს აძვირებს და ამას შაურმის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტების გაძვირებით ხსნის, ამასთან, მომხმარებელს ბოდიშს უხდის. განცხადება "ფეისბუქზე" ქვეყნდება.
"მოგესალმებით, ძვირფასო მომხმარებლებო, საქართველოში შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება ბაზარზე არსებული დოლარის კურსის ცვალებადობას, გამოიწვია პროდუქტებზე, ჩვენს შემთხვევაში კი იმ რესურსებზე ფასების ზრდა, რომელიც საჭიროა შაურმის მოსამზადებლად, ეს უკანასკნელი კი აისახა შაურმის თვითღირებულებაზე.
მინდა გაცნობოთ, 16 სექტემბრიდან, ხაზს ვუსვამ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იძულებულნი ვართ შაურმა შემოგთავაზოთ შემდეგი ტარიფებით:
1.შაურმა ლაითი-5ლ
2.სტანდარტული-7ლ
3.საშუალო-9ლ
4.დიდი-13ლ
5.როიალი-8ლ
რა თქმა უნდა, ეს ცვლილება ვრცელდება ბათუმის ფილიალშიც.
ბოდიშს გიხდით ამ უსიამოვნო ფაქტის გამო, რომელიც ვერ ავირიდეთ, გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ჩვენს პოზიციას.
"გლდანის შაურმა" წარმატებულ დღს გისურვებთ."