რა ხდება ცესკო-ში? საარჩევნო ადმინისტრაცია თუ „ოცნების“ სანოტარო კანტორა

Image

"GHN"-ის დამფუძნებელი გოჩა მირცხულავა ცესკოს საქმიანობასთან და მის თავმჯდომარესთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციების წმენდას იწყებს და ვისაც ვადა ეწურება, სახლში გაუშვებს, ხოლო ვინც ვადის გაგრძელებას მოინდომებს, აუცილებლად ჩააგდებს. ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ კომისიას, ფაქტობრივად, ზურაბ ტყემალაძის შვილის ცოლისძმა მართავს.

 

როდესაც ცესკოს თავმჯდომარედ თამარ ჟვანია „აირჩიეს“, ყველა ფიქრობდა, რომ ცესკო საბოლოოდ გათავისუფლდებოდა პოლიტიკური დაკვეთებისგან, გატარდებოდა მნიშვნელოვანი რეფორმები და სწორედ ცესკო იქნებოდა ცალკეული ცვლილებების ინიციატორი, რომელიც კიდევ უფრო დახვეწდა საარჩევნო პროცესს.

 

თუმცა ქალბატონმა თამარ ჟვანიამ, დღეის მონაცმებით, ნამდვილად ვერ შეძლო, უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი საკმაოდ წრმატებულ სტრუქტურად ექცია. პირიქით, ცესკოს თანამშრომლები კულუარებში ჩურჩულებენ - კომისიას, რეალურად,  მდივანი, პარლამენტარ ზურაბ ტყემალაძის შვილის ცოლის ძმა, გიორგი ჯავახიშვილი  მართავს.

 

„ჯავახიშვილი „ოცნების“ ნდობით აღჭურვილი პირია ცესკო-ში. გადახედეთ ნებისმიერი კენჭისყრის შედეგებს. არ ყოფილა ჯერ ფაქტი, ჟვანიას ჯავახიშვილისგან განსხვავებული აზრი ჰქონოდეს. რასაც ჯავახიშვილი აძლევს ხმას, იმას აძლევს ხმას ქალბატონი ჟვანიაც. მოჩვენებითი აზრთა სხვადასხვაობაც კი არ აქვთ“, - აცხადებს ცესკო-ს თანამშრომელი, რომელიც საკუთარი ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს.

 

ეს პერსონა ასევე განმარტავს, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი  ცესკოს წევრიც ჯავახიშვილის მითითებებს ასრულებს.

 

ოპოზიციონერებს თუ პრობლემა აქვთ, ჯავახიშვილთან მირბიან და ის აგვარებს ხელისუფლებასთან საქმეებს. ახლა, მაგალითად, ერთ-ერთის შვილის დასაქმება დგას დღის წესრიგში. აქ იმაზედაც საუბრობენ, რომ ზოგიერთ მათგანს მატერიალურადაც დაეხმარა „ოცნება“ და ახლა ვალში არიან. 

 

საოლქო კომისიებში საკმაოდ ბევრი პროფესიონალი მუშაობს, რომლებმაც არაერთი არჩევნების დროს დაამტკიცეს თავიანთი ობიექტურობა. თუმცა ეს ადამიანები „ოცნებისთვის“ ამ ეტაპზე მიუღებელნი არიან და, ცხადია, გიორგი ჯვახიშვილის მათი კანდიდატურების „ჩაგდება“ არ უჭირს.

 

„რეალურად, ამ ადამიანით ხდება „ოცნების“ სასურველი კადრებით საოლქო ადამიანისტრაციების დაკომპლექტება. ჟვანია ამ საქმეში არ ერევა და იმას აკეთებს, რასაც მდივანი ეტყვის“, - აცხადებს იგივე პერსონა და დასძენს -  „არც ერთი “გადაყენებული” ან უკეთ რომ ვთქვათ, ხელახლა ნდობაარგამოცხადებული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრისთვის ცესკო-ს აზრადაც არ მოსვლია, მადლობა გადაეხადა. ადრე ამას მაინც აკეთებდნენ. ადამიანებს ღირსეულად უშვებდნენ.  რაც  იმასაც ნიშნავს, რომ ადამიანებმა, რომლებმაც კეთილსინდისიერად გადაიტანეს საკუთარ მხრებზე არაერთი არჩევნები, სამომავლოდ ამავე სტრუქტურაში დასაქმების იმედი უნდა გადაიწურონ“.

 

რატომ კეთილსინდისიერად? ჯერ ერთი - არც 2012, 2013 და 2014 წლებში გამოუთქვამს არჩევნებში გამარჯვებულ „ოცნებას“ და შემდგომ „ოცნების“ ხელისუფლებას პრეტენზიები საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისი რაიონული რგოლების მიმართ და მეორეც -  ვინც არჩევნები იცის, იმასაც ადვილად მიხვდება, რომ არჩევნები ოლქში კი არა, უბნებზე „ფუჭდება“ ან „კეთდება“ და საოლქო კომისია, უმთვარესად, ორგანიზაციული და სამართლებლივი საკითხების უზრუნველყოფის გარანტორია სახელმწიფის მხრდან.

 

ცესკო-ს თანაშრომელმა ყურადღება რამდენიმე ძალიან ნიშანდობლივ და სკანდალურ საკითხზედაც გაამახვილა, თუმცა წარსულში ქალბატონი ჟვანიას საქმიანობისადმი დიდი მოკრძალებისა და სიმპათიის, ასევე სხვა მომენტებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ ამ სკანდალის გახმაურებისგან.

 

ცესკო-ს თავმჯდომარე, რომელსაც პარტიული პასუხისმგებლობა არ ამძიმებს, „ქართული ოცნების“ თამაშში ჩაერთო და საარჩევნო ადმინისტრაციას სანოტარო კანტორის ფუნქციები დაუტოვა.

 

ახლა კი ამ - ცესკოს საკადრო რევოლუციის პოლიტიკურ მიზნებზედაც შევჩერდეთ. “ოცნებაში” ანუ მის ხელძღვანლობაში ღიად საუბრობენ, რომ კომისიებში უნდა იყვნენ ერთგული ადამიანები, რომლებიც შეასრულებენ იმ დირექტივას, რომელსაც  გასცემს პარტია  და ყოველგვარი თვითინიციატივები, თუნდაც კანონზე აპელირება, უნდა გამოირიცხოს.

 

ცესკო შევარდნაძისდროინდელ საარჩევნო ადამინისტრაციას ემსგავსება, რომელსაც ასევე ავტორიტეტი უდგას სათავეში და თავისი ავტორიტეტით ხელისუფლების ნების აღსრულებას ემსახურება.

 

სადაც არ უნდა გააგრძელოს ცესკო-ს შემდეგ საქმიანობა ქალბატონმა ჟვანიამ, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს ეს მისთვის, კომისიის მდივნის ნების აღმსრულებელ პერსონად დაამახსოვრება ყველას.  ესეც უკეთეს შემთხვევაში. ცესკო-სთან მიმართებაში ხელისუფლებას უფრო დიდი მიზნები აქვს. მას ძალიან დიდი ნოტარიალური აქტის გასაფორმებლად ამზადებენ. ეს კი თავად ჟვანიამ უნდა გადაწყვიტოს - უღირს კი საქართველოს წინააღმდეგ წასვლა?

 

წყარო

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !