ზვიად სიჭინავას სკანდალური სადღეგრძელო სოხუმში და მისი განმარტება

Image

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ოკუპირებულ აფხაზეთში მის ყოფნასთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებდა და ტელევიზიით კადრებიც გაავრცელა, სადაც ის ვიტალი დარასელიას საფლავთან, ოჩამჩირეში იყო აღბეჭდილი, თუმცა, თავად არ გაუვრცელებია ვიდეო, სადაც სოხუმის, როგორც აფხაზეთის დედაქალაქის სადღეგრძელოს ამბობს.

 

ვიდეო, სადაც სავარაუდოდ, ნასვამი სფფ-ს ყოფილი თავმჯდომარე სოხუმის სადღეგრძელოს ამბობს, "ფეისბუქზე" სიჭინავას ნათესავმა გოგონამ გაავრცელა. გოგონა ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს და მან ვიდეოს ატვირთვასთან ერთად დაწერა: "სიჭინავა ზვიად ამირანოვიჩ, მეამაყები!". 

 

ვიდეოში ზვიად სიჭინავა ამბობს:

 

"სოხუმი ძალიან მიყვარს. აფხაზეთი სოხუმის გარეშე არ არსებობს ჩემთვის. ეს მნიშვნელოვანი ადგილია ჩემთვის. ეს არის ქალაქი, სადაც ვცხოვრობდი, სადაც ყბაში მიმიღია, სადაც მიჩხუბია... მე ამაყი ვარ, რომ ეს ქალაქი ამ ქვეყნის დედაქალაქია. მინდა დავლიო სადღეგრძელო ქვეყნის, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობს, აქვს დანიშნულება, სურვილი და მიზანი, რომლისკენაც მიდის".

 

მას შემდეგ, რაც ზვიად სიჭინავას სიტყვებმა სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში, სფფ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა:

 

ზვიად სიჭინავას ოფიციალური განცხადება სოციალური მედიით გავცრცელებული ვიდეოს შესახებ:

 

„დღეს, სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია აფხაზეთში, კერძოდ სოხუმში ერთ-ერთ აფხაზურ ოჯახში ჩემი სტუმრობის კადრები. როგორც მოგეხსენებათ, აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირეში, სექტემბრის დასაწყისში ვიმყოფებოდი,სადაც ვიტალი დარასელიას საფლავი მოვინახულე და შევხვდი მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის საფლავზე იმ ისტორიული თასების მიტანა, რომელიც მას სპორტული კარიერის დროს ჰქონდა მოპოვებული რაც მხოლოდ ახლა შევძელით.

 

ამავე ვიზიტის ფარგლებში ჩავედი სოხუმში, სადაც ჩემი მეუღლის ნათესავებსა და  ძველ მეგობრებს შევხვდი. აღნიშნული ვიდეო სწორედ მათთან შეხვედრას ასახავს.

 

მსურს განვმარტო, რომ მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და წარსულში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ყოველთვის აღვნიშნავდი, ვაღიარებდი და ახლაც ვაფიქსირებ ჩემს ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რომლის განუხოფელი ნაწილია აფხაზეთი და  სამაჩაბლო.

 

ჩემი პროფესიული კარიერის და ფეხბურთის ფედერაციაში საქმიანობის დროს არა ერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია როგორც საერთაშორისო ტრიბუნაზე ისე ქართულ სამართლებრივ სივრცეში  აფხაზურ და ოსურ გუნდებთან დაკავშირებით  მათ სხვადასხვა არალეგიტიმურ ჩემპიონატებსა და საფეხბურთო ტურნირებში მონაწილეობის შესახებ. ამ საკითხზე ჩემი პოზიცია უცვლელია და მიმაჩნია, რომ ეს ორივე რეგიონი ერთიანი საქართველოს განუყოფელი ისტორიული ტერიტორიებია.

 

რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, ძალიან ვწუხვარ ვიდეოში ჩემს მიერ გამოთქმული ფრაზების გამო, რომელთა მოსმენამაც ქართული საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.  მერწმუნეთ ჩემი პოზიცია ამ თემაზე ისეთივეა, როგორიც საქართველოს თითოეული მოქალაქისა რაც აფხაზ ხალხთან ჩვენი ისტორიული კავშირის აღდგენასა და ერთიან ქვეყანაში თანაცხოვრებას გულისხმობს.

 

პატივისცემით,

 

ზვიად სიჭინავა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !