საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი გვიმრაძე საქართველოს „ევრაზიულ კავშირში“ გაწევრიანების მომხრე და აქტიური მხარდამჭერია. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას "პირველი ნიუსი საქართველო" ავრცელებს.
პოპულარულმა ქართველმა მწერალმა გურამ დოჩანაშვილმა თავისი ახალი წიგნი "გივიზე" 13 ივნისის მოხალისეებს მიუძღვნა. წიგნის პერსონაჟი მწერლის მეგობარი, 13 ივნისს ტრაგიკულად დაღუპული, ზოოპარკის თანამშრომელი - გივი დვალია. გივი დვალი თითქმის მთელი ცხოვრება ზოოპარკში მუშაობდა და ცხოვრობდა.
"ლიბერალის" ინფორმაციით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველოს საპატრიარქოსთვის ისევ 25 000 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო საპატრიარქოს დაქვემდებარებული დაწესებულებებისთვის - დამატებით 21 მილიონ ლარზე მეტი.
sportall.ge წერს, რომ ნამიბია-საქართველოს მატჩის რეფერიმ ჯორჯ კლენსმა საქართველოს ნაკრების კაპიტანს ხუმრობით უსაყვედურა, როცა თამაშის მორიგი შეჩერების შემდეგ კაპიტნებს მიმართავდა.
საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული კავშირი დაფუძნდა. კავშირის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულთა დაცვა და მათი არჩევა-დანიშვნისა და სამსახურიდან დათხოვნის პროცესების მონიტორინგი.
2015 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 87 პროცენტით გაიზარდა.
„თალიბანიდან ნარუშილოვკამდე“ - ამ სათაურით ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური სიტიაციის მიმოხილვას 2012-2015 წლებში გაზეთი „ქრონიკა+“ აქვეყნებს.
შალვა რამიშვილი "იმედზე", უახლოეს პერიოდში პოლიტიკურ თოქ-შოუს გაუძღვება, - ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას სანდო წყაროზე დაყრდნობით "ფორტუნა" ავრცელებს, თუმცა, თავად ტელეწამყვანი ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
4 ავტომანქანა დაიმტვრა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ვაჟა-ფშაველას გამზირზე. შემთხვევა ე.წ. მოდულის შენობასთან მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა მეორე ავტომობილს შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მოსრიალდა და მოდულის შენობასთან გაჩერებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტომანქანებს დაეჯახა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი2-ის შესახებ განცხადებას აკეთებს. ამის შესახებ ვაშინგტონიდან კურიერის კორესპონდენტი, დავით ნიკურაძე, იუწყება, რომელმაც რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით კითხვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიურ ბრიფინგზე პრესმდივანს, მარკ ტონერს, დაუსვა.