2016 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი 25 მილიონის გარდა, საპატრიარქოსთვის დამატებით 21 მილიონია გათვალისწინებული

Image

"ლიბერალის" ინფორმაციით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველოს საპატრიარქოსთვის ისევ 25 000 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო საპატრიარქოს დაქვემდებარებული დაწესებულებებისთვის - დამატებით 21 მილიონ ლარზე მეტი. 


საპატრიარქოსა და მასზე დაქვემდებარებული დაწესებულებებისთვის სხვა მიზნებისთვის გამოყოფილი თანხა:

 

საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის სუბსიდირების ღონისძიებები - 800 000 ლარი;

 

სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტი - 14 683 000 ლარი;

 

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სვიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი - 150 000 ლარი;

 

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატისათვის გადასაცემი გრანტი - 959 000 ლარი;

 

საქართველოს საპატრიარქოს ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანისათვის გადასაცემი გრანტი - 261 000 ლარი;

 

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი - 447 000 ლარი;

 

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტი - 2 000 000 ლარი;

 

საქართველოს საპატრიარქოს ა(ა)იპ – ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტი - 2 449 000 ლარი;

 

შესაბამისდ, საპატრიარქოსთვის გამოყოფილი 25 000 000 ლარის გარდა, მასზე დაქვემდებარებული დაწესებულებებისთვის ჯამში 21 749 000 ლარია გათვალისწინებული.

 

ამასთან, აღნიშნულ 21 749 000 ლარში არ შედის დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის გამოყოფილი თანხა, რომლის ფარგლებშიც ეროვნული საგანძურის, დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საპატრიარქოს დაცვის უსაფრთხოების დონის ამაღლებისთვის 9 713 000 ლარია გამოყოფილი.

 

"ლიბერალი"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !