
შალვა რამიშვილი "იმედზე", უახლოეს პერიოდში პოლიტიკურ თოქ-შოუს გაუძღვება, - ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას სანდო წყაროზე დაყრდნობით "ფორტუნა" ავრცელებს, თუმცა, თავად ტელეწამყვანი ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
"ფორტუნას" ინფორმაციით, იუმორისტულ შოუს, რომელსაც ამ ეტაპზე შალვა რამიშვილი უძღვება, ილო ბერიშვილი გადაიბარებს, ხოლო თავად რამიშვილი ახალი თოქ-შოუს წამყვანი ხდება. შალვა რამიშვილი ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.