
პოპულარულმა ქართველმა მწერალმა გურამ დოჩანაშვილმა თავისი ახალი წიგნი "გივიზე" 13 ივნისის მოხალისეებს მიუძღვნა. წიგნის პერსონაჟი მწერლის მეგობარი, 13 ივნისს ტრაგიკულად დაღუპული, ზოოპარკის თანამშრომელი - გივი დვალია. გივი დვალი თითქმის მთელი ცხოვრება ზოოპარკში მუშაობდა და ცხოვრობდა.
წიგნის პრეზენტაცია 10 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ზოოპარკში გაიმართება. პრეზენტაციას ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ წარმოგიდგენთ.
გურამ დოჩანაშვილს სურს პირადად აჩუქოს თავისი ახალი წიგნი ყველა იმ ადამიანს, ვინც 13 ივნისის მოხალისეობრივ ფრონტს შეადგენს. 11 ოქტომბრიდან კი ყველა მკითხველს შეუძლია უფასოდ ჩამოტვირთოს ამ წიგნის ელექტრონული ვერსია saba.com.ge-დან.