საზოგადოება

რუსეთში საქართველოდან შეტანილი 35 ტონა ყურძენი ონიშენკოს უწყებამ უკან გააბრუნა

"როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლებმა რუსეთში, ქალაქ ნიჟეგოროდსკში აღკვეთეს საქართველოდან ქალაქის მაღაზიებსა და ბაზარში გასაყიდად შეტანილი 35 ტონა ყურძნის განთავსება დახლებზე და პროდუქცია უკან გააბრუნეს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ და უწყების ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, შემომტანებმა რუსეთის კანონმდებლობა დაარღვიეს.

>>>

ოზურგეთის სამრევლო სკოლაში მღვდელმა მოსწავლე თანატოლებს გააროზგვინა

ოზურგეთში, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში, სკოლის პედაგოგმა, სასულიერო პირმა, მამა ვახტანგმა (თოხაძე), საკუთარი მოსწავლე თანატოლებს გააროზგვინა - ამის შესახებ "გურია ნიუსი" წერს. 

>>>

ირმა ინაშვილი იორმუღანლოში, ჰუსეინოვების ქორწილში (ვიდეო)

ვიდეოპორტალებსა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის წევრობის კანდიდატ ირმა ინაშვილის ვიდეოკადრები.

>>>

უიმედოდ შეყვარებულმა მამაკაცმა მოსკოვში 19 წლის გოგო ქუჩაში დანით მოკლა

მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით, ხაჩატურიანის ქუცაზე გამვლელებმა გოგონას ცხედარი შეამჩნიეს, რომელსაც ძალადობის კვალი ეტყობოდა. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მალევე დააკავა. როგორც აღმოჩნდა, 19 წლის გოგონა მასზე უიმედოდ შეყვარებულმა მამაკაცმა მოკლა.

>>>

მოსამართლე ურთმელიძეს დედამისის მიერ სიძის ნაჯახით დაჭრა "რუსთავი-2"-ის საქმის განხილვამდე გაუხსენეს (ვიდეო)

თამაზ ურთმელიძეს, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეს განიხილავს, შესაძლოა უახლოეს მომავალში თავად მოუწიოს სასამართლო პროცესებზე სიარული, სადაც ბრალდებული მისი დედა იქნება. 2014 წელს მომხდარი შემთხვევა კი ყველა იმ კითხვაზე იძლევა პასუხს, რომელიც ურთმელიძის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ისმებოდა-მოსამართლის დედამ საკუთარ სიძეს ნაჯახი ჩაარტყა. 

>>>

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში პოლიციის რეფორმის პროცესით უკმაყოფილოა (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელიმიხეილ სააკაშვილი მკაცრად აკრიტიკებს უკრაინაში მიმდინარე პოლიციის რეფორმას და აცხადებს, რომ თუ მიდგომა არ შეიცვალა, რეფორმა ჩავარდება. 

>>>

გიორგი ისაკაძე Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და აქციების 10%-ის მფლობელი გახდა

ხვალ, 12 ოქტომბერს, 12 საათზე, Tbilisi Marriot-ში Forbes Georgia-ს პარტნიორთა პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც Forbes Georgia-ს ახალი აქციონერებისა და მთავარი რედაქტორის ვინაობის შესახებ გადაწყვეტილება გასაჯაროვდება.

>>>

"ვესტის" ჟურნალისტს ლადო ბედუკაძეზე სპეცრეპორტაჟის გასაკეთებლად მე-8 საპყრობილეში შესვლის ნება დართეს (ვიდეო)

გლდანის მე-8 საპყრობილეში პირველად შეუშვეს რუსი ჟურნალისტი, "ვესტი.რუზე" სპეცრეპორტაჟის გასაკეთებლად. ანა აფანასიევამ ლადო ბედუკაძეს სპეცრეპორტაჟი მიუძღვნა და ის დადებით პერსონად გამოიყვანა, რომელმაც ე.წ. "ციხის კადრები" მხოლოდ იმისთვის გაავრცელა, რომ "რეჟიმზე შური ეძია". 

>>>

ტყემალაძე: "გაზს რა უნდა მოჰყვეს მილში? ბომბი გამოცურდება?" (ვიდეო)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, "მრეწველების" წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს.

>>>

არველაძემ სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება გეგა გობეჯიშვილის თავისუფლებაზე "გაცვალა" - გარიგება სურკისის თანხლებით (ვიდეო)

"ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი გივი თარგამაძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ასახულია "ჰოლიდეი ინში" უეფას ვიცეპრეზიდენტ სურკისის თანდასწრებით გამართული დახურული შეხვედრა. შეხვედრაზე დიალოგი ფარულადაა გადაღებული, მობილური ტელეფონით. აღწერს რა ამ ვიდეოს, გივი თარგამაძე წერს:

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?