
მაშველებმა მდინარე თერგში ისრაელის 18 წლის მოქალაქე იპოვეს. საქართველოში სამოგზაუროდ მყოფი იონათან ადლერი ხიდზე სელფს იღებდა, მას ფეხი დაუცურდა და მდინარე თერგში ჩავარდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, ისრაელის მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 20 ივლისს მიიღეს.
მათივე ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქის ძებნის ოპერაცია შეტყობინებისთანავე დაიწყეს, თუმცა იმ დღეს 18 წლის ახალგაზრდის ძებნის ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა. სააგენტოს ინფორმაციით, მეორე დღეს, იონათან ადლერის ძებნას 30-მდე მაშველი ახორციელებდა, რის შედეგადაც, შემთხვევის ადგილიდან 3 კმ-ის მოშორებით ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.