-
2017-07-19 10:44
არის რამდენიმე ათეული შემთხვევა აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეების უკან გაბრუნების შესაბამისი საბუთების არქონის გამო, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილმა განაცხადა.
"აეროპორტიდან 10-მდე ადამიანი უკან გააბრუნეს, ძირითადად შესაბამისი საბუთების არქონის გამო. ეს არის ის მაჩვენებელი, რასაც ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ როგორც საზღვარზე, ისე ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმით.
უფრო მეტი პრობლემა ისმის თითქოს ავტოტრანსპორტის საშუალებით გადაადგილებისას, მაგრამ აქაც საელჩოში არც ერთი წერილობითი განცხადება არ შემოსულა. ოფიციალური განცხადება, რომლის საფუძველზეც საელჩო სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს, არ შემოსულა",-განაცხადა ნანობაშვილმა.