არჩევნებამდე „ელიავას ბაზრობის" ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის აშენების გეგმა დამტკიცდება

Image

არასამთავრობო ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფცია“ ე.წ ელიავას ბაზრობის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე აცხადებს, არჩევნებამდე ე.წ. „ელიავას“ ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის გაშენებასთან დაკავშირებით წარდგენილი გეგმის ძალაში შესვლა იგეგმება.

 

მისივე თქმით, „პროექტს წარადგენს კომპანია, „სითი-ინსტიტუტი“, რომელოც ენუქიძის თქმით, 2015 წლის ივნისში შეიქმნა და კომპანიამ ამავე წლის სექტემბერში გამარტივებული შესყიდვის წესით, ყოველგვარი გამოცდილების და თუნდაც, გამოცდილი ქვეკონტრაქტორის გარეშე, მიიღო პროექტი, რომელშიც არ არის წარმოდგენილი ფინანსურ-ეკონომიკური გათვლები, დასაბუთებები და არ არის დაფიქსირებული თანმიმდევრული გეგმაპროექტი.

 

„თბილისის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს ხეების გაჩეხვა პოტენციურ რეკრეაციულ ზონებში, მაგალითად იპოდრომის ტერიტორიაზე. არ ფიქსირდება რეკრეაციული ზონის შექმნის მცდელობა ბაზრობიდან 250 მეტრის მოშორებით, ე.წ. „მუშტაიდის ბაღში“, სამაგიეროდ, ყურადღების არეალში მოექცა რეგიონული მნიშვნელობის ბაზრობა, რომელშიც დასაქმებულია დაახლოებით 15000 ადამიანი, რომელთა 60% -ს აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები წარმოადგენენ.

 

ამავე დროს, ბაზრობიდან სახელმწიფოს ხაზინაში ყოველწლიურად შედის 240 000 000 ლარი. გოგი სულაბერიძის მიერ წარმოდგენილ პროექტში დაფიქსირებული იყო მიზანშეწონილი გეგმა, რომლის თანახმადაც, ფართის მეპატრონეები თავად ააშენებდნენ თანამედროვე სავაჭრო ცენტრს.

 

აქ იქნებოდა ეტაპობრივად აშენებული 4-5-სართულიანი შენობები, გამწვანების ზონა შენობების სახურავებზე და გასართობი და მოსასვენებელი ადგილები. საყურადღებოა, რომ ბაზრობის ჭაობიანი და საშენი მასალის ნარჩენების ჩაყრით გამაგრებული ნიადაგი არ იყო მიჩნეული ხელსაყრელად რეკრეაციული ზონისათვის, თუმცა დღეს გაურკვეველი მიზეზით შეიცვალა სურათი და საინტერესოა, ვისი ინტერესები იჩენს ამის მიღმა თავს.

 

კიდევ ერთი დეტალი: სულაბერიძის პროექტის განხორციელება 100 000 000 ლარს საჭიროებდა. ამ პროექტში მონაწილეობას გეგმავდნენ ფართის მეპატრონეები, რაც სერიოზულ შეაღავათი იქნებოდა ბიუჯეტისათვის, მაშინ, როდესაც „ელიავას“ რეკრეაციულ ზონად გარდაქმნისათვის მხოლოდ მიწის შეტანა სახელმწიფოს 85 000 000 დაუჯდება. ფიქრობთ, მხოლოდ პრიორიტებების განუსაზღვრელობაშია აქ საქმე?

 

საგულისხმოა, რომ არჩევნებამდე სამი თვით ადრე თბილისის მერია მზად არის, გადადგას არაპოპულარული ნაბიჯი, რათა დაამტკიცოს თავისი გეგმა, იმის მიუხედავად, რომ 15 000 ადამიანის ოჯახს ტოვებს ულუკმაპუროდ. გარდამავალ პერიოდში ასეთი პროექტის დამტკიცება გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ შემდგომი მოვლენები განვითარდება გადაბრალების რეჟიმში და პასუხისმგებელი არ იქნება არც ძველი და არც ახალი ხელისუფლება“ – აცხადებს ქეთევან ენუქიძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !