ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი მოსკოვში პატრიარქ კირილთან ერთად წირავს

Image

10 სექტემბერს ყოფილი მირტოპოლიტი სერაფიმე(ჯოჯუა) მოსკოვის ოლქში ხოტკოვოში ღვთისმშობლის კვართის სახელობის დედათა მონასტერში რუსეთის პატრიარქ კირილთან ერთად წირავდა.

 

წირვის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზეა განთავსებული. სერაფიმე ჯოჯუა ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტია.

 

10 სექტემბერს დედათა მონასტერმა სამონასტრო ცხოვრების აღდგენის 25 წლისთავი აღნიშნა. საზეიმო წირვა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა აღავლინა.

 

მეუფე სერაფიმემ ეპარქიის მმართველობა ისე დატოვა, რომ განმარტება, თუ რა გახდა ეპარქიიდან წასვლის მიზეზი, არ გაუკეთებია. საპატრიარქოს მხრიდან ერთადერთი განცხადება 2016 წლის 14 აპრილს, ბორჯომში, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ გააკეთა, ხოლო მიტროპოლიტმა თეოდორემ მიტროპოლიტ სერაფიმეს გადაწყვეტილება ღვთის ნებით ახსნა და მრევლს მოუწოდა ეპარქიის მმართველის მიერ კათედრის დატოვების მიზეზი არ გამოიძიონ.

 

"ნუ დაიწყებთ იმის ჩიჩქვნას და გამოძიებას, თუ რამ გამოიწვია ეს. ღვთის განგებაში ჩვენ ვერ ჩავწვდებით. მაგრამ ხვალ, ზეგ , მაზეგ მიზეზები თავისთავად გაცხადდება. მეუფე სერაფიმეს ღმერთი ეპარქიისთვის გაკეთებულ საქმეებს აუცილებლად დაუფასებს და ჩვენც პირველ რიგში, მას ღვაწლი უნდა დავუფასოთ. არ შეიძლება, ადამიანი ღვთის ნების წინააღმდეგ იყოს მებრძოლი, ამიტომ უნდა გადავიტანოთ ეს განსაცდელი", - განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

 

სერაფიმე ჯოჯუა ეპარქიას 21 წლის მანძილზე მართავდა, მისი მოულოდნელი წასვლის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ათონის მთაზე იმყოფებოდა, მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას მღვდელმსახურება შეუჩერდა, თუმცა რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავრად მოიხსენიებენ.

 

არაოფიციალური ინფორმაციით, რომელზეც კომენტარი საპატრიარქოში ამ დრომდე არ კეთდება, მეუფე სერაფიმეს თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ბორჯომში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის სკანდალური პრეტენზია იყო: ოჯახი მღვდელმთავარს არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებდა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !