საქართველოს, აშშ-ის, ბულგარეთის, რუმინეთისა და უკრაინის სამხედროები - ორფოლოში საველე სწავლება მიმდინარეობს

Image

Agile Spirit 2017-ის საველე წვრთნებში, რომელიც ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარეობს, საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითების და არმიის, ბულგარეთის, რუმინეთის და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საველე წვრთნების სცენარის მიხედვით, სამხედროები თავდასხმით, თავდაცვით და სტაბილურობის ოპერაციებს აწარმოებენ. 1300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე წვრთნებს თავმოყრის რაიონის დაკავებაში, რეკოგნოსირება/სათვალთვალო საგუშაგოების დაკავებაში, სადაზვერვო ოპერაციებში, ბრძანების შემუშავებაში, მაღალი ღირებულების მიზნის განსაზღვრაში, სადესანტო საპარაშუტო ოპერაციებში, სპეციალური ოპერაციების ძალების რეკოგნოსირებაში, შეღწევა/ინფილტრაციაში და პირდაპირ მოქმედებაში, ასევე მანევრისა და ცეცხლის ინტეგრირებაში გადიან.

 

წვრთნებში გამოყენებულია საქართველოს შეიარაღებაში არსებული ტ-72 ტიპის ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) 1 და 2, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი DANA (152 მმ), სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი, ასევე ამერიკული ტანკი M1A1 Abrams, ამერიკული მსუბუქად შეჯავშნული ჯავშანტრასპორტიორი LAV, შეჯავშნული HMMWV, 155მმ საარტილერიო დანადგარი M777, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსი TOW, 50 კალიბრიანი ტყვიამფრქვევის ცეცხლის მართვის სისტემა CROW, უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი AN-26, 2 საფრენი აპარატი Iroquois UHIH, 73 მმ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი სპგ-9, 81, 82 და 120 მმ ნაღმტყორცნები.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !