-
2017-09-10 01:08
გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნების მიმართ - რუსთავში, მე-11 მკრ-ში მომხდარ შემთხვევაზე ინფორმაციას "ინფო რუსთავი" აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ ფაქტი ადგილზე გადაამოწმა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ 25 წლამდე მამაკაცმა, აღნიშნული მკრ-ის ეზოში, 5-წლამდე ბავშვი გააშიშვლა.
მას შემდეგ, რაც მომხდარი მშობლებმა დაინახეს და დაუყვირეს, მამაკაცი გაიქცა, მას დაედევნნენ თუმცა ვეღარ დაეწივნენ.
ადგილობრივები აცხადებენ რომ მამაკაცი მათი უბნელი არ არის და ის მათთვის უცხო პირია. საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლები ახალგაზრდის ვინაობის დადგენას და მის დასჯას ითხოვენ.