პარლამენტის ეროვნული ბიბლიოეთიკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში,
კორონავირუსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და რეკომენდაციებსაც გასცემს. “კორონავირუსის
სახელმძღვანელო” – ასე უწოდებს კეკელიძე რჩევებს, რომლებსაც საზოგადოებას უზიარებს, თან აღნიშნავს,
რომ ეს რჩევები მხოლოდ ახლა კი არა, მაშინაც გამოდგება “როცა კორონავირუსი წავა.”
ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალი მატულობს. დღეს 27 თებერვალს დანიამ და
ესტონეთმა ვირუსის პირველი შემთხვევები დაადასტურეს.
გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში 3 პაციენტი შეიყვანეს.ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 10 პაციენტია
მოთავსებული.
იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში, ქალაქ ბერგამოს კლინიკაში მომუშავე ქართველი ექიმი დავით
მათიაშვილი ახალ კორონავირუისზე საუბრობს:
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების გამო პანიკის
საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საკმარისი ადგილებია იმისთვის, რათა
მოქალაქეები, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებთან და მაღალი
რისკის ზონებიდან მოდიან, კარანტინში მოათავსონ. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 27 თებერვალს გამართულ
მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
სოციალური ქსელი Facebook გაამკაცრებს წესებს იმ რეკლამასთან დაკავშირებით,
რომელიც კორონავირუსს ეხება.
ქვეყანაში სამედიცინო პირბადებიის დეფიციტია. კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო,
გუშინვე რიგები იყო აფთიაქებთან.
ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით, საბაჟოდან ორი კაცი გადაიყვანეს.
ადგილზე ასევე იმყოფება საპატრულო პოლიცია.
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს
საქართველოს სხვა მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია.