ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალი მატულობს. დღეს 27 თებერვალს დანიამ და
ესტონეთმა ვირუსის პირველი შემთხვევები დაადასტურეს.
CNN-ინფორმაციით, დანიაში ვირუსით ტელევიზიის ჟურნალისტი დაინფიცირდა. ესტონეთში კი
ინფექცია დაუდასტურდა ირანის მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში 26 თებერვალს ჩავიდა.