გაერთიანებული ოპოზიციის წევრს ზვიად კუპრავას თავს დაესხნენ.
კუპრავა თავდასხმას მის აქტივობებს უკავშირებს. ის ამბობს, რომ თავდამსხმელებს არ იცნობს.
გადაცემა „სარჩევს“ ნუკი კოშკელიშვილი ესტუმრა.
ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით
ბოქსირებულ განყოფილებაში შეყვანილი პირი არის სამართალდამცავი, რომელიც ერთ-ერი საბაჟო-
გამშვები პუნქტიდან გადმოიყვანეს.
აშშ-ში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი შექმნეს.
იტალიაში კორონავირუსით ფეხბურთელი დაინფიცირდა.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას
სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი
მღელვარების მსგავსი აგვისტოს ომის დროსაც არ იყო.
ქვეყანაში სამედიცინო პირბადებიის დეფიციტია. კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, გუშინვე
რიგები იყო აფთიაქებთან.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალური ქსელით აკეთებს განცხადებას კორონავირუსის პირველი
შემთხვევის დაფიქსირებასთან დაკავშირებით საქართველოში. ის საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს
და განსაკუთრებულ მადლობას ექიმებსა და ლუგარის ლაბორატორიას უხდის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსისგან
საბრძოლველ რეკომენდაციებზე ისაუბრა.