ნუ დაცლით მაღაზიებს საკვები პროდუქტებისგან და აფთიაქებს წამლებისგან, ნუ გავხდებით ადამიანი-აქლემები - გიორგი კეკელიძე

Image

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოეთიკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში,

კორონავირუსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და რეკომენდაციებსაც გასცემს. “კორონავირუსის

სახელმძღვანელო” – ასე უწოდებს კეკელიძე რჩევებს, რომლებსაც საზოგადოებას უზიარებს, თან აღნიშნავს,

რომ ეს რჩევები მხოლოდ ახლა კი არა, მაშინაც გამოდგება “როცა კორონავირუსი წავა.”

 

“ახლაც და მერეც ანუ კორონავირუსის სახელმძღვანელო

1. კორონავირუსის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში გარდაუვალი იყო. ალბათ გუშინდლამდეც შემოეხეტა რომელიმე

საზღვრიდან და მეტიც – მსუბუქი გაციების ფორმით, შესაძლოა გადავიტანეთ მეც, შენც და სხვამაც. თავის დროზე

ასე ,,ვუმასპინძლეთ” ე.წ. ღორის გრიპს და სხვა უარეს ვირუსულ დაავადებებს. შესაბამისად, აპოკალიფსი არ იქნება.

ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

2. მაგრამ აპოკალიფსი არ იქნება, თუ გავიხსენებთ, რომ ამ გრიპზე იოლად, უფრო სხვა რამ ღუპავს ადამიანს.

ამჯერად უკვე მეტაფორებით როდი გელაპარაკებით – სიძულვილზე და შიშზე. არა, ძალიან კონკრეტულ საქმეზე

მოგახსენებთ. ნუ დაცლით მაღაზიებს საკვები პროდუქტებისგან და აფთიაქებს წამლებისგან, ნუ გავხდებით ადამიანი-

აქლემები. პური და კუჭის წამალი მაინც დავტოვოთ. კუჭის წამალი გრიპს ვერ შველის. და გაითვალისწინეთ რომ

შიმშილიც კლავს. და თუ გრიპიანი არ მივდივართ სამსახურში, სხვების მოსაფრთხილებლად, ნურც ასე გამოვაცლით

ლუკმას და პარაცეტამოლს, მას ვისაც მხოლოდ მათი ყიდვა შეუძლია. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

3. კი. ხელი დავიბანოთ. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

4. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს განსაკუთრებით მოერიდეთ ადამიანები, რომელთა ასაკიც 70 წელს ზემოთაა

და თანაც გულსისხლძარღვთა დაავადების მქონეები ან დიაბეტის მატარებლები ხართ. მოერიდეთ, მაგრამ თავს ნუ გაირიყავთ.

ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

5. თუ ვინმეს ქუჩაში პირბადით დაინახავთ და ამ დროს ღია ფანჯრიდან რომ ტელევიზორი მოჩანს, იქ ჩაკ ნორისმა

ჩაახველა, არ გაიქცეთ. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

6. ნუ გადაკოცნით დიდი ვნებით ყველას, მაგალითად, ადამიანს, რომელიც პირველად ნახეთ და თქვენი თანაკლასელის

 

თანაკლასელი აღმოჩნდა – სხვა ქალაქში როცა გადავიდა და იქ სწავლობდა. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

7. ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, კორონავირუსის შტამი სხვა აქამდე ნაცნობ გამოვლენებთან

შედარებით, რომელთაგან უმეტესი ახლაც გვემართება, ნაკლებად იწვევს სიკვდილს. შესაბამისად, მთავარი პრობლემა

კორონას ვაქცინის დამზადებაა, რაც დროის საკითხია და მოთმინების. პანიკა არ ვარგა. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი

წავა.

8. ნუ გამოიყენებთ ფრაზას ,,რას ამბობ, სხვაგანც ასე ხდება”. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

9. ვიკითხოთ წიგნები, ვიშრომოთ, ვისწავლოთ, გავითვალისწინოთ ერთმანეთი, ვიყოთ თავისუფლები. ახლაც და მერეც,

როცა კორონავირუსი წავა.

 

თქვენი გიორგი კეკელიძე – ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა,”-წერს გიორგი კეკელიძე “ფეისბუქში”.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !