
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საკმარისი ადგილებია იმისთვის, რათა
მოქალაქეები, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებთან და მაღალი
რისკის ზონებიდან მოდიან, კარანტინში მოათავსონ. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 27 თებერვალს გამართულ
მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"გუშინდელ დღემდე არ დაფიქსირებულა კორონავირუსის არცერთი ფაქტი საქართველოში და ის ფაქტი,
რომელიც დაფიქსირდა იყო დროულად აღმოჩენილი, რამაც მოგვცა ჩვენ იმის საშუალება, რომ აღარ მომხდარა
შემდგომი კონტაქტების გავრცელება. ეს ადამიანი მოთავსებული არის ინფექციურ საავადმყოფოში. გუშინ
ღამით ინფექციური საავადმყოფოდან იმ 13 პაციენტის გადაყვანა განხორციელდა საკარანტინო ზოლში,
რომლებიც არ იყვნენ ინფიცირებულები. ამ დროისათვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი,
აქედან 5 არის იტალიიდან — 1 იტალიის და 4 საქართველოს მოქალაქე, 5 არის ირანიდან — 1 არის ქართველი
და დანარჩენები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან", — განაცხადა ტიკარაძემ.