
სოციალური ქსელი Facebook გაამკაცრებს წესებს იმ რეკლამასთან დაკავშირებით,
რომელიც კორონავირუსს ეხება.
საინფორმაციო პორტალი Business Insider-ი კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება,
რომ აღნიშნული ზომა იმ პუბლიკაციებს ეხება, რომელიც მომხმარებლებს კორონავირუსისგან
განკურნებას ან პროფილაქტიკას ჰპირდება. ამგვარი პუბლიკაციები ამიერიდან დაიბლოკება.
„ჩვენ დავიწყეთ ახალი პოლიტიკის დანერგვა. ის მიმართულია იმ რეკლამის აკრძალვისკენ, რომელიც
შეიცავს ინფორმაციას კორონავირუსზე ან პანიკას თესავს“, - განაცხადეს Facebook-ში.