საზოგადოება

გამყრელიძის თქმით, არკვევენ ვისთან ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ პირს შეხება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით

ინფიცირებული ადამიანის კონტაქტების ძიება მიმდინარეობს. მისი თქმით, ადამიანს, რომელსაც

კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირუსის სიმპტომები საქართველოში ჩამოსვლიდან მეორე დღეს

გამოუვლინდა.

>>>

ოჯახის წევრების მკვლელობა ჭოპორტში - შსს განცხადებას ავრცელებს

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს  დაბადებული ლ.ქ., ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დუშეთში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 თებერვალს,

 დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას,

სანადირო თოფისა და დანის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა დედას - 1957 წელს დაბადებულ

ც.ქ.-ს და დას - 1977 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე ქალი გარდაიცვალა.

 პოლიციამ დანაშაული ჩადენის იარაღები - სანადირო თოფი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

>>>

თურქეთის მოთხოვნით, სირიაში მიმდინარე მოვლენების გამო ნატოს საბჭო შეიკრიბება

თურქეთის მოთხოვნით, სირიაში, იდლიბის პროვინციაში მიმდინარე მოვლენების გამო ჩრდილოატლანტიკური

ალიანსის საბჭო დღეს, 28 თებერვალს შეიკრიბება. ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ოფიციალურ გვერდზე

გავრცელდა.

>>>

28 თებერვალს რამაზ ჩხიკვაძე დაიბადა

ლეგენდარული მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 1918 წლის 28 თებერვალს დაიბადა.

>>>

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ხაშურში მარტოხელა ქალს ბიბლიოთეკა მოუწყო

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ხაშურში, მარტოხელა ქალს ბიბლიოთეკა მოუწყო.

>>>

ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გამო უკვე მეორე ადამიანი დახვრიტეს

ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების შესაძლო რისკის გამო კიდევ ერთი ადამიანი გამოასალმეს

სიცოცხლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რამდენიმე უცხოური მედია ავრცელებს.

>>>

კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს- 4 მარტს გიო ხუციშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნება

4 მარტს,19:00 საათზე, გიო ხუციშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნება.

>>>

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო

შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

>>>

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რომის პაპმა მესაზე დასწრება ვერ შეძლო

რომის პაპმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მესაზე დასწრება ვერ შეძლო. ინფორმაციას ABC News ავრცელებს. 

მედიის ცნობით პაპი წირვაზე ახველებდა და სურდო ჰქონდა.

>>>

"სწორედ კლინიკები გახდებიან ეპიდემიის კერები"-უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმი

უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული კორონავირუსის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?