ჩინელმა ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ ახალი კორონავირუსი დახურულ სივრცეში
სულ მცირე 30 წუთი ძლებს.
თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, სიტუაცია 1 საათში დრამატულად შეიცვალა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება იტალიაში მყოფ მოგზაურებს ეხებათ. არის ორი დიდი ჯგუფი, რომლებმაც სხვადასხვა დროს იმოგზაურა იტალიაში. მათგან ზოგიერთი ესპანეთშიც იყო.
პირველმა არხმა კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ზომები მიიღო. აღნიშნული ცვლილებების შესახებ არხმა დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა:
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თერგიზ ცერცვაძის თქმით, 10 მარტის საღამოს გამოვლენილი რვა ახალი შემთხვევებიდან, ერთ-ერთი დაინფიცირებული ვარაუდობს, რომ ვირუსი ფულის გამორთმევის დროს გადაედო. POSTV-ს ეთერში საუბრისას ცერცვაძე ჰყვება, რომ ამ დაინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა უკვე ინფიცირებულ პირთან, რომელსაც გამოართვა ფული.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის ელექტრონულ სწავლებაზე გადადის
კორონავირუსის პრევენციის გამო ხანდაზმულთა თავშესაფარმა კათარზისმა მუშაობა დროებით შეაჩერა. TV პირველთან საუბარში კათარზისის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მუშაობას ორი დღით წყვეტს დღის ცენტრი, სადაც მისივე თქმით, ყოველდღიურად 350 მოხუცი იყრიდა თავს. მათ შორის იყვნენ სოციალურად დაუცველები. მანვე აღნიშნა, რომ ალტერნატივის სახით, ისინი გამზადებულ პროდუქტებს მისცემენ მოხუცებს:
საქართველოს მოქალაქეები რომი-თბილისის სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნეს. ჯორჯიან ეარვეისის ერთი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა. კიდევ ერთი თვითმფრინავი დაჯდება რამდენიმე წუთში. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ორივე რეისზე ჯამში საქართველოს 184 მოქალაქეა.
იაპონელი მამაკაცი, რომელსაც ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, ბარებში დადიოდა, რათა
ინფექცია სხვებისთვისაც გადაედო. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
კორონავირუსის გამოავიაკომპანია Ryanair იტალიის მიმართულებით ყველა ფრენას აუქმებს. ამასთანავე,
უქმდება იტალიის შიდა ფრენებიც.
საზოგადოებამ გრიპის მიმართ ყურადღება არ უნდა მოადუნოს, - ამის შესახებ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, მარტის მეორე კვირაში გრიპის გამო მიმართვიანობა ოდნავ გაიზარდა, ამ დაავადებისგან დასაცავად კი მოსახლეობამ იგივე რეკომედაციები უნდა გაითვალისწინოს, რომლებსაც კორონავირუსის თავიდან ასარიდებლად ასრულებს.