
ჩინელმა ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ ახალი კორონავირუსი დახურულ სივრცეში
სულ მცირე 30 წუთი ძლებს.
ამას გარდა, ვირუსს შეუძლია 4.5 მეტრამდე მანძილზე გადაადგილებაც.
მეცნიერებმა კონკრეტული შემთხვევები გაანალიზეს. მაგალითად, შემთხვევა, რომელიც ჩინეთის სამგზავრო
ავტობუსში დაფიქსირდა:
ტრანსპორტში იმყოფებოდა კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი, რომელიც თავს არ იცავდა-არ ეკეთა
პირბადე. მან ავტობუსში მყოფი 7 ადამიანი დააავადა.
მეცნიერები ასევე ამბობენ, რომ 37 გრადუსის პირობებში ვირუსი შეიძლება აქტიური იყოს ორიდან სამ
დღემდე პერიოდის განმავლობაში შუშაზე, ქსოვილზე, ლითონზე, პლასტმასზე ან ქაღალდზე.