
თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კოჩას თქმით, დადებითი შედეგის მქონე პაციენტი თურქეთის მოქალაქეა, რომელმაც ევროპაში იმოგზაურა. მისივე თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, მისი ნათესავები კი კარანტინში არიან გადაყვანილი.