-
2020-03-10 19:19
იაპონელი მამაკაცი, რომელსაც ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, ბარებში დადიოდა, რათა
ინფექცია სხვებისთვისაც გადაედო. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ პაციენტი ანალიზის პასუხების მიღებიდან მეორე დღეს სამედიცინო დაწესებულებაში უნდა
გადაეყვანათ. თუმცა, მან თვითიზოლაციის წესები დაარღვია და ქალაქის სანაპიროზე, ორ პატარა კაფეში სპეციალურად
შევიდა. ინფიცირებულმა მამაკაცმა იმგზავრა ტაქსით, შემდეგ კი მცირე მანძილი ფეხითაც გაიარა.
ქალაქის ხელმძღვანელობამ, სადაც ეს ფაქტი მოხდა, მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბარების
დეზინფექცია და სტერილიზაცია დროულად ჩატარდა