გადაცემა „სარჩევს „ ქრონიკა + -ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სტუმრობდა.
“ჩვენ მიერ გაკეთებული შეფასებით, „კოვიდ-19“-ის დახასიათება შესაძლებელია, როგორც პანდემია“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, დღეს, 11 მარტს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მყოფმა ორმა ადვოკატმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. მათივე ინფორმაციით, ადვოკატებმა ამის საფუძველზე სხდომის გადადება ითხოვეს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 6 საწარმოს „ფარმაცევტული საწარმოს“ სტატუსი მიენიჭა. უფრო მეტიც, სამედიცინო სტატუსის მქონე საწარმოები დამატებითი ღირებულების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდებიან. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ხვალ, შესაძლოა საქართველოში
კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდეს. ამის შესახებ მან მაესტროს ეთერში ისაუბრა.
103 წლის ქალი აღმოჩნდა ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, ვინც კორონავირუსის დამარცხება და სახლში დაბრუნება შეძლო.
ჯან გუანგფენმა უჰანის საავადმყოფოში 6-დღიანი მკურნალობის შემდეგ, კორონავირუსის დამარცხება შეძლო,
- ინფორმაციას ამის შესახებ independent ავრცელებს.
5 გამოცდილი ექიმისგან შემდგარი ჯგუფი ჩინეთიდან იტალიაში ჩავა, რათა ადგილზე
ადგილობრივ სპეციალისტებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება გაუწიონ.
ჩინეთმა საქართველოს კორონავირუსისა და და ასევე, სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი 1000 (ათასი) ცალი სწრაფი ტესტი აჩუქა - იტყობინება ჩინეთში საქართველოს საელჩო.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსი მოთავსებული 50 წლის მამაკაცი, რომელსაც პირველად დაუდგინდა ახალი კორონავირუსი, ისევ კლინიკაში რჩება. 14 დღის შემდეგ განმეორებითმა ტესტირებამ კვლავ დადებითი პასუხი აჩვენა. შესაბამისად, პაციენტი კვლავ ინფექციის მატარებელია.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებისა და
სამედიცინო ექსპერტების ვარაუდით, მოსახლეობის 60-70% შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირდეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.