-
2020-03-10 21:08
საქართველოს მოქალაქეები რომი-თბილისის სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნეს. ჯორჯიან ეარვეისის ერთი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა. კიდევ ერთი თვითმფრინავი დაჯდება რამდენიმე წუთში. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ორივე რეისზე ჯამში საქართველოს 184 მოქალაქეა.
"მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სიმპტომები არცერთს არ აღენიშნება, თუმცა ჩამოსვლისას ისევ საჭიროა სკრინინგი. ყველა მათგანი გაივლის 2-კვირიან კარანტინს. თუ რომელიმე მგზავრს აღმოაჩნდება სიმპტომი, გადაიყვანენ ინფექციური პროფილის საავადმყოფოში", — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.