-
2020-03-10 21:14
კორონავირუსის პრევენციის გამო ხანდაზმულთა თავშესაფარმა კათარზისმა მუშაობა დროებით შეაჩერა. TV პირველთან საუბარში კათარზისის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მუშაობას ორი დღით წყვეტს დღის ცენტრი, სადაც მისივე თქმით, ყოველდღიურად 350 მოხუცი იყრიდა თავს. მათ შორის იყვნენ სოციალურად დაუცველები. მანვე აღნიშნა, რომ ალტერნატივის სახით, ისინი გამზადებულ პროდუქტებს მისცემენ მოხუცებს:
"მივიღეთ პრევენციული ზომები საქმიანობის დროებით შეჩერებაზე. ეს გაგრძელდება დაახლოებით ორი დღე. გარკვეული ნაწილი სოციალურად დაუცველია და კვების რაციონს იღებს უფასო სასადილოებიდან. ხვალისთვის უკვე ჩამოვყალიბდებით როგორ მოვაგვაროთ პრობლემა... ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მოდიან, ძირითადად ზუსტად რისკის მქონდე ადამიანები არიან, ანუ ხანდაზმულები".