-
2020-04-22 12:46
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს დაუჭერს. ამასთან, როგორც გოგიჩაიშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, უპასუხისმგებლობაა, რომ პარლამენტში მთავრობის წარმომადგენლები არ არიან და არსებულ კითხვებს არ პასუხობენ.
„ მე ვაპირებ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მხარდაჭერას, მაგრამ უპასუხისმგებლობად მიმაჩნია, როდესაც ამ სიტუაციაში წარმოდგენილი არაა მთავრობა და საშუალება არ გვეძლევა იმ კითხვებზე, რომლებიც გაგვაჩნია და წაადგება საერთო სოლიდარობას, პირველი პირისგან მივიღოთ პასუხი“,- აცხადებს გოგიჩაიშვილი.