ნათია მეზვრიშვილი - სწორედ ლეგიტიმურობა და პროპორციულობა იყო ის პრინციპები, რომლითაც ვხელმძღვანელობდით, როცა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით მივმართეთ

Image

კარგად ვაცნობიერებთ, რომ შეზღუდვები უნდა იყოს სიტუაციის პროპორციული. სწორედ ლეგიტიმურობა და პროპორციულობა იყო ის მთავარი პრინციპები, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს მივმართეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივებას უყრიან კენჭს.

 

როგორც „აფხაზეთის ხმას“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარი მიზანი იყო ვირუსის გავრცელების შენელება და ამ გზით მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

„ყველას კარგად გვესმის, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები ლეგიტიმურ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. ბოლო დღეების განმავლობაში ამ საკითხებთან დაკავშირებით არსებობდა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. რა თქმა უნდა, კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს შეზღუდვები უნდა იყოს სიტუაციის პროპორციული. ამოსავალი, უპირველესი ლეგიტიმური მიზანი გახლდათ ვირუსის გავრცელების შენელება და შესაბამისად, ამ გზით ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. რაც შეეხება პროპორციულობას, აქაც საკმაოდ თანმიმდევრული იყო ხელისუფლება. საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად პრეზიდენტს მივმართეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოვწურეთ ვირუსის გავრცელების პრევენციის სხვა ნაკლებად შემზღუდავი საშუალებები. ამიტომ, კითხვის ნიშნები, რამდენად თანმიმდევრული იყო ნაბიჯები ამ მიმართულებით, წესით, არ უნდა არსებობდეს. ჩვენ მას შემდეგ მივიღეთ დამატებითი ზომები, რაც შესასრულებლად არასავალდებულო რეკომენდაციებით სიტუაციის კონტროლის ყველანაირი შესაძლებლობა და რესურსი პრაქტიკულად ამოვწურეთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამეტს, ასევე ვირუსთან წინა ხაზზე მებრძოლ ექიმებს, პოლიციელებს და იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სამოქალაქო შეგნება გამოიჩინეს და ემორჩილებოდნენ როგორც მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ისე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს.

„მინდა დავიწყო მადლობით პარლამენტის მიმართ, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდეტის მიერ 2020 წლის 21 მარტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, რამაც ჩვენ ყველას მოგვცა შესაძლებლობა იმისა, რომ თავიდან აგვერიდებინა საკმაოდ მძიმე შედეგები და მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად შეგვეწყო ხელი ვირუსის გავრცელების შენელებისთვის. ამისთვის, რა თქმა უნდა, მადლობა საქართველოს პრეზიდენტს. ასევე საქართველოს მთავრობის სახელით მადლობას ვუხდი იმ ექიმებს, პოლიციელებს და ყველა ადამიანს, რომელიც ვირუსთან ბრძოლის საქმეში პრაქტიკულად წინა ხაზზე იბრძვის. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მთელი ამ დროის განმავლობაში, არა მხოლოდ 21 მარტიდან, არამედ მანამდეც, მაღალი სამოქალაქო შეგნება გამოიჩინეს და ემორჩილებოდნენ როგორც მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ისე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, მაქსიმალურად შეგვენელებინა ვირუსის გავრცელება და ადრეული პრევენცია მოგვეხდინა. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტი დღესაც სათანადოდ შეაფასებს არსებულ რისკებს და მხარს დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?