გიგი წერეთელი - საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება და არაფრის კორექტირება, არ იქნება სწორი - პარლამენტია ის ადგილი, სადაც ამ ყველაფერს უნდა განვიხილავდეთ, პრემიერიც აქ უნდა იყოს

Image

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, კორექტირების გარეშე საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელება სწორი არ არის. როგორც წერეთელმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საგანგებო მდგომარეობამ ქვეყნის მოქალაქეების

ნაწილს პრობლემები შეუქმნა. ოპოზიციის წამომადგენელი ამბობს, რომ პრობლემებთან დაკავშირებით კითხვების დასმა პოპულიზმად არ უნდა მოინათლოს.

„საუბარი იმაზე, რომ უფლება არა გვაქვს იმაზე დაისვას კითხვა, რატომ არ მოდის პრემიერი? 2 მილიარდი, რომელიც გაცხადდა რას ნიშნავს, არის თუ არა კონკრეტული მიზნობრივი დახმარება და როდის იქნება ეს დახმარება? - ეს რატომ ინათლება პოპულიზმად ნამდვილად არ მესმის. ე.ი. ჩვენ არ გვესმის, რას ნიშნავს პარლამენტარიზმი, რას ნიშნავს პარლამენტი საგანგებო მდგომარეობაში. ოპოზიცია სადღაც ჩუმად ხომ არ არის შეყუჟული ან დარბაზში არ ზის და იქედან ურტყამს ხელისუფლებას? ასე არ ხდება. ჩვენ ვცდილობთ, მოგაწოდოთ მოსაზრებები. აქ ადრე ერთ-ერთ პასუხად მოვისმინე, რომ დიდი ქსელი იმიტომ დაიკეტა, რომ იქ დიდი მობილობაა და 20-30 ათასი კაცი შედის. ეს 20-30 ათასი კაცი ჩაკეტეთ სადმე? ისინი ხომ სხვა ქსელში მივიდნენ და მეტი საფრთხე გაჩნდა?! იგივე არის ჯარიმებზეც და კომენდანტის საათზე, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვებზე. ეს არის ის თემები, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ. ასევე, იმაზეც, როდის მიიღებს ადამიანი დახმარებას, რომელიც დღეს სასოწარკვეთილი ელოდება საკვებს. რამდენიმე ასეულ ოჯახს რომ ვეხმარებით, ეს არ ყოფნით. მე კონკრეტულად „ევროპულ საქართველოზე“ ვამბობ და ბევრი ეხმარება, ალბათ. სახელმწიფოც აკეთებს ამას, მაგრამ არ არის ეს საკმარისი. ვხედავთ, რომ სირთულეებია. მით უმეტეს, ამის გაგრძელება და არაფრის კორექტირება, არ იქნება სწორი. მგონია, რომ პარლამენტია ის ადგილი, სადაც ამ ყველაფერს უნდა განვიხილავდეთ, პრემიერიც აქ უნდა იყოს და ეს არის ჩვენი კონტრიბუცია. სხვა შემთხვევაში იქნება მუდმივად პოლემიკა, რომელიც საქმეს ნამდვილად არ გამოადგება“, - განაცხადა წერეთელმა.

 

 
 
 
 
თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !