
ეს ერთი თვე ვნახეთ სრულიად გაუაზრებელი მოქმედებები, ლეგიტიმური მიზეზის გამო, მაგრამ აბსურდული შეზღუდვები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საგანგებო მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ არ დაუჭერს მხარს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას.
„ეს ერთი თვე ვნახეთ სრულიად გაუაზრებელი მოქმედებები, ლეგიტიმური მიზეზის გამო, მაგრამ აბსურდული შეზღუდვები. ცოლ-ქმარს აჯარიმებდნენ ერთმანეთის გვერდით ჯდომისთვის და რელიგიურ ფანატიკოსებს აძლევდნენ საშუალებას, რომ მაღალი რისკები შეექმნათ საკუთარი თავისთვის და დანარჩენი საზოგადოებისთვის. როცა გაუგებარი იყო, რატომ ხურავდნენ ერთ ბიზნესს და მეორეს არა. რატომ ზღუდავენ ახლა მანქანებით გადაადგილებას, როგორ ეხმარება ეს ქვეყანას, როდესაც ეს პირიქით, უმძიმებს ვითარებას ყველაზე გაჭირვებულ ან მშრომელ ადამიანებს. რა არის 9 საათის შემდეგ კომენდატის საათის გამართლება? არაფერზე პასუხი არ გვაქვს, არ გვაქვს ეკონომიკური გეგმა არც გადასახადების დაწევაზე, არც პირდაპირ დახმარებაზე, არც საპენსიოს დაბრუნებაზე, ამ ვითარებაში ჩვენ ამას მხარს ვერ და არ დავუჭერთ“, - განაცხადა ბოკერიამ.