-
2020-05-06 12:11
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 69 პაციენტი მკურნალობს. როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკას გუშინ სამი პაციენტი დაემატა, მათგან ორი ბავშვია. სამივე პაციენტი თეთრიწყაროს კარანტინის ზონიდანაა გადმოყვანილი.
"ბოქსირებულ სექტორში არის 84 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 69. 18 წლამდე ასაკის პირი არის 19. გუშინ დაგვემატა სამი პაციენტი, აქედან ორი ბავშვია, რომელიც გადმოყვანილია კარანტინის ზონიდან თეთრიწყაროს კლასტერიდან, ერთი კი მოზარდია. სამივეს მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. სამივე დადასტურებული დიაგნოზით გადმოვიდა ჩვენს კლინიკაში. ბავშვებს დედა თან ახლავს, მაგრამ ის არ არის ინფიცირებული. 10 პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო და ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციაში. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა არის გაუმჯობესება და დგება მისი რეანიმაციიდან გადაყვანის საკითხი. დღეს გამოჯანმრთელება არ გვაქვს," - განაცხადა სოლოღაშვილმა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43