
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მყოფი ორსულის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული სამი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც პათოლოგიის გარეშეა.
„რაც შეეხება ორსულს, რომელიც არის 9 კვირის, მისი მდგომარეობა არის სტაბილური. დღეს გადამოწმდა ნაყოფიც და მისი მდგომარეობაც არის სტაბილური. 3 ბავშვის, მოზარდის მდგომარეობა აბსოლუტურად პათოლოგიის გარეშეა. კლინიკური გამოვლინებები ბოლო რამდენიმე დღეა არ ვლინდება. ველოდებით 14 დღის გასვლას, რომ ავუღოთ პროტოკოლის მიხედვით კოვიდ-19-ზე ტესტი და იმედია ესენიც გაეწერებიან“,- განაცხადა რატიანმა.
რაც შეეხება მედიკოსებს, რომლებიც პირველ თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებიან, რატიანის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია