
Human Rights Watch საბერძნეთს მოუწოდებს, დაუყოვლებლივ გაათავისუფლოს მიგრანტი ბავშვები, რომლებსაც თანმხლები არ ჰყავთ დაკავების ცენტრებიდან და საკნებიდან. ორგანიზაცია დღეიდან კამპანიას იწყებს #გაათავისუფლეთბავშვები და აღნიშნავს, რომ ბავშვების მსგავს პირობებში ყოფნა ყოველთვის არასწორია, მაგრამ ახლა, პანდემიის გავრცელების ფონზე ისინი განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან.
„საბერძნეთის მთავრობას აქვს ვალდებულება, რომ დაასრულოს ეს შეურაცხმყოფელი პრაქტიკა და უზრუნველყოს რომ ბავშვები იღებდნენ იმ ზრუნვასა და დაცვას, რაც მათ ესაჭიროებათ“,- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
ცნობისთვის, საბერძნეთის სახელმწიფო ორგანიზაციის „სოციალური სოლიდარობის ეროვნული ცენტრი“ ინფორმაციით, ამ დროისთვის საბერძნეთის ბანაკებში 331 ბავშვი იმყოფება, რომელთაც თანმხლები პირი არ ჰყავთ.