საია-მ საგანგებო მდგომარეობის დროს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შემზღუდველი ნორმა გაასაჩივრა

Image

13 აპრილს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა მთავრობის ის დადგენილება, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის დროს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა შეიზღუდა. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას” „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ აცნობეს. მათი ინფორმაციით, „საია” სადავოდ ხდის „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმად, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები უნდა განხორციელდეს საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე.

 

„ადმინისტრაციულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობა და მის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენა შესაძლებელია წერილობით ან/და ელექტრონული საშუალებით, კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცულია გარემოს დაცვისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით. კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის დროს დაუშვებელია 29-ე მუხლით გარანტირებული უფლების შეზღუდვა. ამდენად, საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა უფლება, დადგენილებით (რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის არ წარმოადგენს ,,კანონს“) შეეზღუდა გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა. შესაბამისად, „საია” საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს, რომ გასაჩივრებული ნორმა ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შეზღუდვის ფორმალურ კრიტერიუმებს, რის გამოც არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი. „საია“ ასევე ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ დაჩქარებული წესით იმსჯელოს აღნიშნული სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების და არსებითი განხილვის საკითხზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !