პარკამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" გია ჟორჟოლიანი კურიერთან ამბობს, რომ ეროვნული ბანკი მიმდინარე პროცესში პასიური მოქმედებებით გამოირჩეოდა.
"კეთილი ინებეთ და სწორად მოიტანეთ ჩემი ციტატა. მე არ მითქვამს, რომ პუტინი მტერი არ არის, მე ვთქვი, რომ პუტინი საქართველოს მტერი ვერ იქნება, რადგან სახელმწიფოს მტერი მხოლოდ სახელმწიფო შეიძლება იყოს", -
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ახალი მოადგილეები დაასახელა. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე გახდა.
ახალი სპორტის სასახლის დასრულება თავიდანვე დადგენილ და განსაზღვრულ ვადებში ვერ ესწრება, ამიტომ ხელბურთის ტურნირი სპორტის სასახლეში ჩატარდება და იქ გამწესებულ სახეობებს ჩაანაცვლებს. ამის შესახებ "sportall.ge" წერს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში" აქვეყნებს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, იმ გამოკითხულთა 24%, რომელიც არჩევნებზე მისვლას აპირებს, ქართულ ოცნებას დაუჭერდა მხარს, ხოლო 16% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი "ფეისბუქზე" თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ მის ფოტოებს ეხმიანება და ფოტოზე აღბეჭდილით აღშფოთებულებს უხსნის, რომ ქურთუკი მისი არ იყო და იქ მყოფმა ერთმა პირმა მოახურა, რადგან ძალიან ციოდა.
ამ სათაურით აქვეყნებს "ლაიფნიუსი" სპეციალურ რეპორტაჟს ბერლინიდან, სადაც ასახულია, რა გზის გავლა დასჭირდათ რუს ბაიკერებს იმისთვის, რომ ბერლინში ჩასულიყვნენ.
საქართველოს პრემიერმინისტრს მიაჩნია, რომ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებულ კითხვებს ისე კარგად გასცა პასუხები, რომ ეროვნული ვალუტა რამდენიმე პუნქტით გამყარდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებს არ მიულოცა. რუსეთის პრეზიდენტის მილოცვა ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებმა მიიღეს და არა სახელმწიფოთა მეთაურებმა.