
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებს არ მიულოცა. რუსეთის პრეზიდენტის მილოცვა ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებმა მიიღეს და არა სახელმწიფოთა მეთაურებმა.
პუტინმა სსრ კავშირში შემავალი ცალკეული რესპუბლიკების, ამჟამად დამოუკიდებელი სახელმწიფოების ლიდერებს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი ოფიციალურად მიულოცა, ხოლო უკრაინასა და საქართველოში მილოცვის ადრესატი მოქალაქეები იყვნენ. ვლ. პუტინმა ასევე გაგზავნა წერილები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. მეთაურებთან.
"რუსეთის პრეზიდენტმა მისალოცი წერილები გაუგზავნა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელებს, ასევე უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს", - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.
"რია ნოვოსტის" ფოტო