ახალი სპორტის სასახლის აშენება "თბილისი-2015"-ისთვის ვერ ესწრება

Image

ახალი სპორტის სასახლის დასრულება თავიდანვე დადგენილ და განსაზღვრულ ვადებში ვერ ესწრება, ამიტომ ხელბურთის ტურნირი სპორტის სასახლეში ჩატარდება და იქ გამწესებულ სახეობებს ჩაანაცვლებს. ამის შესახებ "sportall.ge" წერს. 

 

"თბილისი-2015"-ის მასპინძელი ბაზების სიაში ცვლილებაა - კანდიდატებიდან ამოვარდა ხელბურთის დარბაზად წოდებული სპორტის კომპლექსური სასახლე, რომელიც საბურთალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე შენდებოდა. მას ხელბურთის ტურნირისთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა მშენებლობა მეტისმეტად გვიან დაიწყო და ეს ცვლილებაც ამან გამოიწვია. 

 

მართალია, მშენებარე კომპანია ახლაც იძლევა გარანტიას, რომ შენობას დათქმულ ვადებში ჩააბარებს, მაგრამ საორგანიზაციო კომიტეტმა არ გარისკა და სათადარიგო ვარიანტზე გადაერთო.

 

მხოლოდ დასრულებაც ბევრს არაფერს ნიშნავს (თუმცა საკითხავია, ასე ნაჩქარევად აშენებულის ხარისხიც რამდენად სანდო იქნება), რადგან შენობის შიდა ინტერიერის კეთილმოწყობასაც დიდი დრო უნდა და რაც მთავარია, დასამონტაჟებელია თანამედროვე აპარატურა და ელექტროსისტემა, ჩასატარებელია სატესტო შეჯიბრება... 

 

შეგახსენებთ, რომ სპორტის სასახლის მშენებლობის თემა დაპირისპირების ერთერთი დეტალი იყო სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანთან მიმართებაში იმ პრეტენზიებიდან, რასაც მას პარლამენტის წევრები უყენებდნენ. აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა სპორტის ახალი სასახლის მდებარეობაც, კერძოდ ის, რომ სასახლე სამი მხრიდან სასაფლაოებით იქნება გარემოცული, რაც, დეპუტატების აზრით, ცუდად იმოქმედებს სპორტსმენების განწყობაზე. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !