საქართველოს პარლამენტმა 87 ხმით 38-ის წინააღმდეგ მიიღო დადგენილება საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ.
„ხალხი კითხულობს, მთავრობას ვირჩევთ ჩვენ აქ თუ რომის პაპს?“, - ასე დაიწყო გამოსვლა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის სხდომაზე 02:15 საათზე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ უმცირესობის დეპუტატები გააკრიტიკა და მათი რეპლიკა გააპროტესტა.
საქართველოს პარლამენტში სტუმრად მისულმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არ იცის, რამდენია ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა.
საქართველოს პარლამენტის წევრს ნუგზარ წიკლაურს სადარბაზოსთან ღამით უცნობი პირები დახვდნენ და ფიზიკური ანგარიშსწორება დაუპირეს.
საქართველოს მთავრობის მინისტრთა კაბინეტში თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებად წარდგენილმა რესპუბლიკელებმა თინა ხიდაშელმა და გიგლა აგულაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პირველი საჯარო პირობა დადეს.
მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მთავრობის განახლებული შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადოს, განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრების დანიშვნის ბრძანება ინდივიდუალურად, ცალ-ცალკე გამოსცა.
თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ის უკვე თავდაცვის მინისტრია და ამ თანამდებობაზე მის დამტკიცებას პარლამენტის კენჭისყრა არ სჭირდება.
"მოგეხსენებათ, ჩვენ კოალიციური მთავრობა ვართ და კოალიციასთან შეთანხმებით მე მივიღე გადაწყვეტილება, მოხდეს მტავრობაში კიდევ ერთი ცვლილება: თავდაცვის მინისტრად წარმოგიდგენთ თინა ხიდაშელს", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.