
საქართველოს პრემიერმინისტრს მიაჩნია, რომ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებულ კითხვებს ისე კარგად გასცა პასუხები, რომ ეროვნული ვალუტა რამდენიმე პუნქტით გამყარდა.
"ლარმა გამყარება დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩემი დამაჯერებელი პასუხები მოისმინა ხალხმა, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ამდენი ნაციონალი ერთად არ უნახავს დიდი ხანია არც ლარს და არც ხალხს და არც ასეთი ისტერიკა უნახავს დიდი ხანია, რაც თქვენ მოაწყეთ 2 დღის განმავლობაში," - განაცხადა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა.