„ქოცებისთვის ნაცები „ფაქტიურად არ არსებობენ“, მაგრამ თან „სექტაა“, რომელმაც იცის წერა-კითხვა, კომპიუტერი, ინგლისური...“

Image

ზაზა ბიბილაშვილი „ფეისბუქში“ წერს, რომ ბოლო დროს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიდან ხელისუფლების თანადგომას მხოლოდ „ყველაზე ბნელები და სინდისზეხელაღებულები“ გამოხატავენ, დანარჩენები კი „შუაშისტობენ“:

 

„ქოცობა იმდენად ტეხავს, რომ ხელისუფლების მხარდაჭერას მხოლოდ ყველაზე ბნელები და სინდისზეხელაღებულები აღიარებენ. ნაღდი, ტანსაცმლიანი ქოცები (აი, ისინი, ივანიშვილი რო "არ მოსწონთ", უბრალოდ, სააკაშვილს რომ "ურჩევნიათ"), ახლა შუაშისტობაზე დებენ თავს.

 

აქა-იქ შეიძლება უწყლობაზე ან უშუქობაზეც დაიწუწუნონ (ოღონდ, აუცილებლად კერძო კომპანიებს მოედავებიან - აბა, მთავრობა რა შუაშია?), მაგრამ მთლიანობაში, კომფორტში არიან: ქე მაინც "ტერორი" აღარაა - მკვლელებს ისევ პატივისცემით ექცევიან ციხეში (თუ დაიჭირეს), ყოფილ მექრთამეებსაც აღარავინ ედავება უკანონოდ დათრეულ ქონებას.

 

ნუ, მოწმეებს კი აწამებენ და კლავენ პოლიტიკური მიზნებით, შეკვეთილი მკვლელობებიც აღდგა, კრიმინალიც დაბრუნდა, ეკონომიკურადაც ჩავისვარეთ, ნეპოტიზმი და კორუფცია ყვავის, მაგრამ ეს მაინც "სხვაა"... მოკლედ, ბაჯაღლო ქოცი დღეს შუაშისტობს და ამტკიცებს, მე საერთოდ არ წავსულვარ არჩევნებზე ან, წავედი და ყველა გადავხაზეო...

 

კეთილსინდისიერ შუაშისტს (ასეთი, სამწუხაროდ, ცოტაა) დღეს ნაცი ჰქვია (აბა, სხვანაირად როგორ შეიძლება საღ აზრს გამოთქვამდე ან ისბრძენიკაცი არ მოგწონდეს?), თავად ნაცები კი ქოცისთვის ერთი მხრივ "პრაქტიკულად აღარ არსებობენ", მეორე მხრივ კი "სექტაა" - სექტა, რომლის წევრებმაც იციან წერა-კითხვა, "ინგლისური და კომპიუტერი," ჰყავთ ძალიან დიდი საერთაშორისო "მეგობართა კლუბი" და აკონტროლებენ თითქმის ყველაფერს მსოფლიოში, ერთმორწმუნე რუსეთის გარდა.

 

სექტა, რომელიც სადარბაზოებში შპრიცებს ყრის, საოკუპაციო ზოლზე რუსულ ნიშნებს ამონტაჟებს, აუფასურებს ლარს, ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკის და ტიტანური ძალისხმევის მიუხედავად, არ ცვლის რიტორიკას, რითიც აფრთხობს ინვესტორებს და ანგრევს 9 წლის მანძილზე დანგრეულ და რისვაივაგლახით "სტრუქტურულად გაჯანსაღებულ" ეკონომიკას...

 

ხოდა, ამ ყველაფრის ფონზე, მგონი აშკარაა, რომ იმ თაღლითს ის 7 მილიარდი ბოლო კაპეიკამდე რო ჩამოვართვათ, მაინც არ იქნება ჩვენი საშველი. აგერ, საბერძნეთმა 400 მილიარდი მიიღო და რა? პრობლემა სხვაგანაა...“, - წერს ზაზა ბიბილაშვილი. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !