-
2015-07-13 10:11
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი წერს, რომ იმ პრობლემების პრევენციას, რომელთა წინაშეც ქვეყანა ოკუპირებულ რეგიონებში აღმოჩნდა, რუსეთთან ახალი ომი კი არა, პოლიციის სათანადო მუშაობა სჭირდება.
"რუსები თავისუფლად გადმოდიან საქართველოს მიერ ვითომ კონტროლირებად, სუვერენულ ტერიტორიაზე, არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდებათ, გვიწესებენ ახალ საზღვრებს და შემდეგ ხელისუფლება მოლაპარაკებებს იწყებს ამ ახალი გამყოფი ხაზების შესახებ. ახალი ხაზები ამასობაში ძალაში რჩება.
მაინტერესებს, სადმე გადის ამ ხელისუფლებისთვის წითელი ხაზი, საიდანაც მთავრობა ქვეყნის დაცვას დაიწყებს? ნუთუ ეს მხოლოდ სოლოლაკის რეზიდენციაა???
ცნობისათვის: ამ პრობლემის პრევენციას სჭირდება არა ახალი ომი რუსეთთან, არამედ - პოლიციის სათანადო მუშაობა“, - წერს ანდრო ბარნოვი.