ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ბანერების დამონტაჟების ფაქტს ადასტურებს

Image

„სპუტნიკის“ ცნობით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ 14 ივლისს ცხინვალის ქუჩებში სამხედრო ტექნიკის გადაადგილება უკავშირდება არა ე.წ. საზღვარზე სიტუაციის გამწვავებას, არამედ რუსულ სამხედრო ბაზებში სწავლების დაწყებას.

 

ამასთან, ე.წ. საგარეო უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამშაბათს, დაუდგენელმა პირებმა „დაარღვიეს სახელმწიფო საზღვარი ორ ქვეყანას შორის“ და დააზიანეს საინფორმაციო დაფები, რომლებიც მესაზღვრეებმა „რესპუბლიკის საზღვრის გავლების მიზნით დაწყებული გეგმიური სამუშაოების დროს“ დადგეს.  

 

„სპუტნიკი“ წერს, რომ ოსურმა მხარემ თხოვნით მიმართა საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიას და ერგნეთის შეხვედრის ჩატარება მოითხოვა, სადაც ამ დღეებში საკითხს განიხილავენ.  

 

„სპუტნიკის“ სტატიაში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით მითითებულია, რომ „უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა 1 ივლისიდან განაახლა საინფორმაციო დაფების (მანიშნებლების) აღდგენის გეგმიური სამუშაოები. თუმცა, დაუდგენელმა პირებმა საღებავით გადაფარეს ერთი საინფორმაციო მანიშნებელი, ხოლო მეორე მოთხარეს და ხევში გადააგდეს. ყველა მაჩვენებელი განთავსებულია 50-100 მეტრით წინ იმ ხაზამდე, სადაც გადის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი“.

 

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 15 ივლისს ინგუშეთში, ჩეჩნეთში, დაღესტანში, ჩრდილოეთ ოსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მდებარე რუსულ ბაზებზე არტილერისტთა მასშტაბური სწავლება დაიწყო. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !