
დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. საზღვარი არ გადმოწეულა და ტერიტორია, სადაც სასაზღვრო დადგეს, სწორედ ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილია.
მისი თქმით საუბარი საზღვრის გადმოწევაზე ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული შეგნებული ტყუილი ან არაკვალიფიციურობის შედეგია.
„საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქი, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს და სწორედ ამ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქი ხანდახან რამდენიმე ასეული მეტრით უახლოვდება გზატკეცილს" - განაცხადა ბერძენიშვილმა.