-
2015-07-17 11:48
საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანში ქართველი სამართალდამცველები მოქალაქეებს აღარ უშვებენ. ქართველ ჟურნალისტებს მუშაობა დღეს უკვე აღარ შეუძლიათ იმ ტერიტორიაზე, სადაც გუშინ მუშაობდნენ.
ჟურნალისტები ვერ მიდიან ვერც ქართულ საგუშაგოებამდე, მათ სამართალდამცველებმა განუმარტეს, რომ გადაწყვეტილება დამატებითი პროვოკაციების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მიიღეს.
ადამიანებმა, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ, კარავი ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე დასცეს და იქ დარჩენას რამდენიმე დღის განმავლობაში გეგმავენ.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43