
გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი და დამფუძნებელი ელისო კილაძე წერს, რომ მის ქალიშვილს სახლში ვიღაც უცნობი პირი მიუვარდა და კარზე ბრახუნი ატეხა, რითაც კარის გაღებას აიძულებდა.
"ოჯახების ტერორიც დაიწყეთ?! ჩემს ქალიშვილს ამ წუთას სახლში უცნობი პირი მიუვარდა და ბრახუნით აიძულებდა კარების გაღებას.
მივედით, გაიქცა. სახლის შესასვლელი თეთრი მანქანით იყო გადაკეტილი. გოგაშვილს და მის ბანდას გადაეცით-ვერ შემაშინებთ !!!
გაბედეთ და მოდით !!!!", - წერს "ფეისბუქში" ელისო კილაძე.