
ყოფილი პრემიერმინისტრი, "მოქალაქის" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არ არსებობს.
მისი თქმით, მთავრობამ სწორი პოზიცია აირჩია, როცა ლოდინი გადაწყვიტა, რათა პრეზიდენტს მისცეს დრო, გონს მოეგოს, მაგრამ თუ ეს ლოდინი გახანგრძლივდება, მისი თქმით, ისევ ამოიღებს ხმას.