
სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" ადმინისტრაციამ დაბლოკა "სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის" ოფიციალური ანგარიში. ამის სესახებ "სპუტნიკი" იუწყება.
პროფილზე, რომელიც ე.წ. უშიშროების კომიტეტს ეკუთვნოდა, სტრუქტურის აქტივობის შესახებ ქვეყნდებოდა ინფორმაცია. გავრცელებული ცნობის მიხედვით, "ფეისბუქი" ამ ეტაპზე ატარებს სამუშაოებს, რათა პროფილის ანგარიში ჯგუფად გადაკეთდეს. როგორც ე.წ. უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, ისინი იმედოვნებენ, რომ გადაკეთების შემდეგ გამოქვეყნებული მასალები არ გაქრება.